ობობა ფასადს ძირითადად იყენებენ კომერციული ტიპის შენობებში პრემიუმ შესახედაობის გარსის შესაქმნელად. მინის პანელები მხოლოდ წერტილოვანი სამაგრებით უკავშირდება ძირითად სტრუქტურას სპეციალური დამჭერების საშუალებით, რომელსაც ობობებს უწოდებენ. სწორედ სამაგრის მინიმალური შეხების ზედაპირი უზრუნველყოფს ბუნებრივი ნათების მაქსიმალურ შეღწევადობას.

მონტაჟი
ნუ იფიქრებთ, რომ ობობა ფასადის გამოყენება შეზღუდულია, მისი მონტაჟი სრულად შესაძლებელია, როგორც ვერტიკალურ, ასევე სხვა ყველა ტიპის მიმართულებით: ჰორიზონტალურად, დიაგონალურად, რკალურად და სხვა. ცვალებადია მინის პანელების ზომებიც, პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ობობა ფასადის მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მინის პანელზე.