ალუმინის კომპოზიტური პანელი მსუბუქი და მტკიცე მასალაა, რომელიც გამორჩეულია ისეთი თვისებებით, როგორებიცაა - ანტიკოროზიული, წყალგამძლე, ცეცხლგამძლე და სხვა. ზემოთ თქმული თვისებებიდან გამომდინარე ალუმინის კომპოზიტური პანელი მედეგია ყველა ბუნებრივი მოვლენის მიმართ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ თანამედროვე ინჟინერიაში სულ უფრო იზრდება ალუმინის კომპოზიტური პანელის წილი შენობების ფასადების შეფუთვის მიმართულებით. ყველა სხვა სასარგებლო თვისებასთან ერთად, ალუმინის კომპოზიტური პანელის ვიზუალური მახასიათებლებიც უსაზღვროა, მწარმოებლები გვთავაზობენ სხვადასხვა სისქის, ფერისა და ტექსტურის ალუმინის კომპოზიტურ პანელებს. საინჟინრო გადმოსახედიდან კი ალუმინის კომპოზიტური პანელის კიდევ ერთ-ერთი უპირატესი თვისება მისი მოქნილობაა, პროდუქტით შესაძლებელია ფაქტობრივად ნებისმიერი საფასადე ფორმის მიღება.
