პერფორირებული ალუმინის ფასადის სისტემები თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ვიზუალურად დინამიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ეს სისტემები შექმნილია შენობის ხასიათის გასაძლიერებლად და ამავდროულად გააჩნია ისეთი მრავალმხრივი დადებითი თვისებები, როგორიცაა დაჩრდილვა, ჰაერის ნაკადის კონტროლი, გამძლეობა და ენერგოეფექტურობა.

პერფორირებული ალუმინის ფასადის სისტემები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე არქიტექტურაში. პერფორაციის სხვადასხვა ფორმები საშუალებას აძლევს არქიტექტორებს მიაღწიონ უნიკალურ ვიზუალურ ეფექტებს, ითამაშონ სინათლითა და ჩრდილით, დამკვეთის სხვადასხვა სპეციფიკის პრობლემების გადასაჭრელად. სწორედ ეს ფორმები უზრუნველყოფენ - პირდაპირი მზის სხივებისაგან შენობის ინტერიერის იზოლაციას ან უფრო მეტად გახსნილობას, ამცირებენ ან ზრდიან შენობის ხილულ ნაწილებს, ჭრილების ზომებიდან გამომდინარე აბალანსებენ ჰაერის ნაკადს შენობის ინტერიერში.