
მონტაჟი
ალუმინის ფასადი ჩამკეტებით - ალუმინის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პროფილების ჩონჩხისა და მინის ფილების ინტეგრაციით შესრულებული ტექონლოგიაა. ალუმინის პროფილების მოქნილობა გვაძლევს საშუალებას, რომ ფასადის სისტემა მოვარგოთ თქვენი შენობის ნებისმიერ სივრცეს, როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად. ალუმინის პროფილები შენობის ჩონჩხზე მაგრდება დატვირთვიდან გამომდინარე შერჩეული ანკერების საშუალებით, ალუმინის პროფილებს შორის მოთავსებული შუშის უსაფრთხოების მთავარ გარანტიად კი ასევე ალუმინის ჩამკეტები გვევლინება.
ფასადის ტიპები
ალუმინის პროფილების, მინისა და სხვა სამონტაჟე მასალის შერჩევა და თქვენს პროექტზე მორგება დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, როგორებიცაა: შენობის სიმაღლე და ფორმა, კლიმატური პირობები შენობის განთავსების ზონაში და სხვა. ალუმინის პროფილები განსხვავდებიან, როგორც ვიზუალური ასევე ტექნიკური მახასიათებლებით, ჩვენი გამოცდილი ინჟინერთა ჯგუფი გაგიწევთ კონსულტაციას რათა თქვენი პროექტის მიხედვით შევარჩიოთ სწორი მახასიათებლების მქონე სისტემები.
