ორმაგი მინის სისტემა შესაძლებელია მოიცავდეს სითბოს, მზის, უსაფრთხოებისა და აკუსტიკურ იზოლაციას. სისტემა წარმოდგენილია ორმაგი მინის პანელისაგან, რომელთა შორის მყოფი ჰაერი (ან გაზი) უზრუვნველყოფს სითბოს, მზის სხივისა და აკუსტიკური გადაცემის შემცირებას.

გთავაზობთ აღნიშნული კატეგორიის მინის სამ ტიპს, C, S და K სერიებს, რომლებიც ერთმანეთისაგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდებიან:
C სერია
კლასიკური ორმაგი მინის ტიპია, უზრუნველყოფს მინიმალურ თბოიზოლაციას, უკეთესია, ვიდრე ერთფენიანი მინა, მაგრამ არ აქვს დამატებითი საფარი სითბოს/მზის კონტროლისთვის. ძირითადად გამოიყენება ისეთი შენობებისთვის, ან შენობის ისეთი ნაწილებისთვის, სადაც განსაკუთრებული დატვირთვა არ ენიჭება სითბოს დანაკარგს ან მზის სითბოს ზედმეტად შეღწევადობას სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
S სერია
მაღალი ხარისხის იზოლირებული მინის სერია, რომელიც იყენებს დამატებით ფენას თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად. ჩვეულებრივი ორმაგი მინის სერიასთან შედარებით, სითბოს დანაკარგს დაახლოებით 50%-ით ამცირებს. ეს ავტომატურად ნიშნავს უკეთეს თბოიზოლაციას ზამთარში — ხელს უწყობს შიდა სივრცის სითბოს შენარჩუნებას, რაც იწვევს გათბობის ხარჯების შემცირებას. კარგი გადაწყვეტაა შენობებისთვის სადაც ზამთარი ან ცივი ამინდები განსაკუთრებით მკაცრია, შესაბამისად საჭიროა შიდა სივრცეების სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნება.
K სერია
S სერიის მსგავსად იყენებს დამატებით ფენას თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად. ახასიათებს მასთან დაკავშირებული სითბოს დანაკარგის 50%-იანი მაჩვენებელი და ამასთან დამატებით უზრუნველყოფს მზის სხივების გამტარიანობის შემცირებას, რაც ცხელ ამინდში გაგრილების/კონდიცირების ხარჯებს ამცირებს. მისი ორმაგი უპირატესობის წყალობით, აღნიშნული სერიის მინა მთელი წლის განმავლობაში მზად არის დაიცვას, როგორც თქვენი შიდა სივრცის სითბო განსაკუთრებით ცივ ამინდებში, ასევე აგარიდოთ ზედმეტი მზის გათბობა ზაფხულის ცხელ დღეებში.